დონალდ ტრამპმა ზელენსკი “ბინძურ თავდასხმებში” დაადანაშაულა

Published:

  

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის წინააღმდეგ განხორციელებულ “ბინძურ თავდასხმებში” დაადანაშაულა.

“უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება და ის ბინძურ თავდასხმებს ახორციელებს თქვენს საყვარელ პრეზიდენტზე- ჩემზე”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკის მილიარდობით დოლარს აძლევენ, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე.

ტრამპის განმარტებით, უკრაინას ყველაზე ცუდი ხელშეკრულებაც რომ გაეფორმებინა იმაზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ახლა ხდება მათ ქვეყანაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img