ოკუპირებული სოხუმი ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლაზე – თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რიტორიკას გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ

Published:

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, იგივე მითიური ტერმინებით, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, ერთი და იმავე მითიური ტერმინებით. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ასეთივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებული სოხუმი საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს „იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img