პესკოვი – ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს

Published:

ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს. ეს სიგნალია, რომელიც ქვეყნებს იმ შედეგების შესახებ აფრთხილებს, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში, სხვადასხვა საშუალებებით და არა აუცილებლად ბირთვული საშუალებებით, მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალისა და მისი შემაკავებელი როლის შესახებ მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

შეგახსენებთ, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img