სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს, კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

Published:

სლოვაკეთის პრემიერს, რომლზეც მაისში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ახლა კონვერტით ტყვია გაუგზავნეს.

კონვერტზე ფოსტის შემოწმებისას გაამახვილეს ყურადღება სლოვაკეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. მასში მოთავსებული ტყვია რენტგენმა გამოავლინა.

მომხდარი ბრატისლავის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელმა მიხალ ზეიფმა დაადასტურა. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცო მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. ამ დროს მას ესროლა შეიარაღებულმა პირმა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. მას წაყენებული აქვს ტერორიზმის მუხლი, რაც 25-წლიან ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ფიცოს პარტიამ, “სმერმა”, მთავრობის მეთაურის კრიტიკოსებს დააკისრა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

მემარცხენე-პოპულისტი ფიცო 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, მისმა მთავრობამ სამხედრო დახმარება შეუჩერა უკრაინას, იგი “რუსეთთან ურთიერთობის სტანდარტიზაციის” მომხრეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img