აშშ-ში, ძაღლმა 84 წლის პატრონი სიკვდილს გადაარჩინა

Published:

აშშ-ში, 13 წლის მაშველმა ძაღლმა, თავისი 84 წლის დაშავებული პატრონი სიკვდილს გადაარჩინა. ძაღლმა შეძლო პოლიცია მიეყვანა სახლში, სადაც დაშავებული პატრონი იმყოფებოდა, -აღნიშნული ინფორმაცია abcnews-მ გაავრცელა.

პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში, სტივენს ოლქის შერიფის ოფისის მოადგილე რაიტი სოფლად, ტყიან რაიონში პატრულირებდა სადაც ძაღლს წააწყდა, რომელიც საავტომობილო გზაზე იჯდა და არ იძვროდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი ძაღლის მანქანაში ჩასმას ცდილობდა, ის მას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც 13 წლის “გიტამ” პოლიციელი საზაფხულო სახლთან მიიყვანა. ადგილზე მისულმა პოლიციელმა, სახლთან ახლოს ასაკოვანი მამაკაცი იპოვა, რომელიც შველას ითხოვდა.

84 წლის მამაკაცს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და მიწაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იწვა. პოლიციის განმარტებით, მამაკაცს მიღებული ტრავმის გარდა, ქრონიკული დაავადებებიც აწუხებდა, რის გამოც საათობრივ მედიკამენტების მიღებას საჭიროებდა. მათი თქმით, რომ არა ძაღლი მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, რომელიც შესაძლოა ფატალურადაც დასრულებულიყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img