აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენის” შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

Published:

აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენის” შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. იუწყება BBC. მაშველები აგრძელებენ დაკარგულთა ძებნას სტიქიის შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთს სექტემბრის ბოლოს თავს დაატყდა.

დაღუპულთა ნახევარზე მეტი ცხოვრობდა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც მთელი რაიონები განადგურდა 2005 წლის ქარიშხალ კატრინას შემდეგ, რომელსაც მაშინ  1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად არის მიჩნეული. 750 000-ზე მეტი სახლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა და მრავალი გზა ჩაკეტილია, რაც ხელს უშლის დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნას.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში დაზარალებულ რაიონებში იმყოფებოდა, ხუთშაბათს ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებს ეწვია.

„მე გხედავთ თქვენ, გისმენთ, გლოვობ თქვენთან ერთად და გპირდებით, რომ თქვენს გვერდით ვიქნებით “, – უთხრა მან მოსახლეობას ჯორჯიის შტატის რეი სიტის მოსახლეობას.

მანამდე პრეზიდენტმა  ფლორიდაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინასა და ვირჯინიაში სტიქიით დაზარალებულთათვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

ჯორჯიის შტატის დაზარალებულ რაიონებში იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისიც.

უახლოეს დღეებში სინიპტიკოსები ნალექის გაძლიერებას ელოდებიან მექსიკის ყურის სანაპიროზე და ფლორიდაში

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img