ისრაელის მორიგი შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, ჰეზბოლას ახალი ლიდერი იყო

Published:

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, ისრაელმა იერიში მიიტანა რადიკალური შიიტური ორგანიზაციის, ჰეზბოლას ობიექტებზე. ორგანიზაციის ინფრასტრუქტურას სულ მცირე 11-ჯერ დაარტყეს.

ისრაელის ოფიციალურის წარმომადგენლის ცნობით, ავიადარტყმების სამიზნე  ჰაშემ საფი ად-დინი იყო, რომელიც ჰეზბოლამ გენერალურ მდივნად აირჩია ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ. გამოცემის წყაროთა თანახმად, ისრაელის არმიის სამიზნე სწორედ ის ბუნკერი იყო, სადაც ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ბუნკერში  ჰეზბოლას ხელმძღვანელების შეხვედრას ესწრებოდა.  

ცნობისთვის, ჰაშემ საფი ად-დინი ჰეზბოლას თანადამფუძნებელია და ნასრალას მკვლელობამდე აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტების ნუსხაშია. 60 წლის ად-დინი ჰასან ნასრალას, ჰესბოლას ყოფილი ლიდერის, რომელიც  ისრაელის არმიის სამხედროებმა 27 სექტემბერს ბეირუთში ავიადარტყმის შედეგად მოკლეს, დეიდაშვილია. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img