ლავროვი სამხრეთ ოსეთზე – 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაისინჯება

Published:

სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსან ჯიოევთან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვს არ ემქვედებარება“.

სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გაარძელებს ოსეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სახელმწიფოს განვითარებაში. ლავროვმა ასევე ახსენა, რომ რუსეთი მჭიდროდ მუშაობს „აფხაზ მეგობრებთან“ ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img