ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

Published:

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე – რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის“, – წერს IRI-ს პრეზიდენტი.

ამერიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იზიარებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა. მისი მტკიცებით, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img