EPP-ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

Published:

ევროპის სახალხო პარტია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ოპერატიულ გამოძიებას მოითხოვს.

“EPP-ი ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში, რადგან ისინი ირჩევენ თავიანთ ადგილს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, ოპერატიულად უნდა იქნას გამოძიებული”, – წერს EPP-ი X-ის საკუთარ გვერდზე.

ასევე უფრო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ჩამოერთვა ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ძალადობის, ზეწოლის, დაშინების, ხმების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო მანიპულაციების მეშვეობით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა დემოკრატიული ღირებულებებისგან, კანონის უზენაესობისაგან და ევროინტეგრაციის პერსპექტივიდან, რომლისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი.

ევროპის სახალხო პარტია ქართველ ხალხს მხარს უჭერს მათ კანონიერ მოთხოვნაში, რომ სწრაფად დააკმაყოფილონ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა არჩევნების სამართლიანობისა და შედეგების თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომლებზეც ფართოდ საუბრობდნენ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ქართველი ხალხი იმსახურებს თავის ადგილს ევროპის თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის და ვერავინ უნდა წაართვას მათ ევროპული მომავალი”, – წერია განცხადებაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img