ვოლოდიმირ ზელენსკი – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

Published:

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთკორეულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას არ აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას თავის ლეგალურ სახელმწიფო ტერიტორიებზე.

“შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მისცემს რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას და ეს მართალია. ტრამპის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საქმის კაცია და უბრალოდ, ომის სწრაფად დასრულება და რაიმე მოდელის პოვნა სურს. მაგრამ თუ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მოისურვებს, უბრალოდ აიძულოს უკრაინა დათმოს ყველაფერი და ამით მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს შესაძლებელია.

…უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას თავის ლეგალურ სახელმწიფო ტერიტორიებზე და, შესაბამისად, იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინი”, — განაცხადა ზელენსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img