ზურაბ ჯაფარიძე – აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები 

Published:

აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ „ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა“.

„ეს არჩევნები არ არის მარტივი არჩევნები, ეს არ არის მარტო ის, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი და უნდა გვესმოდეს, რას კარგავს ის. ამის გააზრება მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, რუსეთი კარგავს არა მარტო საქართველოს, არამედ კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, კარგავს მონოპოლიას სახმელეთო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპისკენ. საბოლოო ჯამში, რუსეთი იღებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრ და სავარაუდოდ ნატო-ს წევრ წარმატებულ ქვეყნებს საკუთარ საზღვრებთან და რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება გადაედოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს.

ეს ყველაფერი რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს არჩევნები პრინციპული არჩევნებია იქითა მხარისთვისაც, ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი, ამიტომ არის ეს არჩევნები ცივილიზაციური არჩევნები. ეს კოალიცია შეიქმნა ამის გააზრებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img