მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 286 კანდიდატია წარდგენილი

Published:

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 286 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორისაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, პაპი ფრანცისკე და ბრიტანელი ტელეწამყვანი დეივიდ ეთენბორო. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტომ ექსპერტთა აზრის კვლევა ჩაატარა, რომლითაც დგინდება, რომ წელს მშვიდობის დარგის ჯილდოს ფავორიტებად ასევე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს და გაეროს პალესტინელ დევნილთა დახმარების სააგენტოს ასახელებენ.

ექსპერტთა მოსაზრებით, ზელენსკი ჯილდოს ვერ მოიპოვებს იმიტომ, რომ ომში მყოფ ქვეყანას ხელმძღვანელობს, – წერს როიტერი. ნობელის პრემიის ლაურეატებს 7-დან 14 ოქტომბრამდე გამოაცხადებენ.

გასულ წელს მშვიდობის დარგში პრემია ირანელ უფლებადამცველს-ნარგეს მოჰამადის გადაეცა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img