მდინარაძე – აშშ-ის საელჩოს ფეისბუკგვერდს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს

Published:

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, წერს, რომ აშშ-ის, საელჩოს ფეისბუკ გვერდს ქართული ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მართავს, – ამის შესახებ მდინარაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

დღეს, 4 ოქტომბერს, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა წარწერა: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“. მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“ ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს „ფეისბუქ“ ვებ გვერდის მიტაცებაში, იგი თავის პირად გვერდზე წერს: „მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img