ნიკა გვარამია – ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია

Published:

ქუჩა არ უდრის ძალადობას, ის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას უდრის, როცა ამას გართმევენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გვარამია წერს, „ქუჩა სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტისთვის ერთადერთი ადგილია, როცა სხვა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“.

„ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია.

ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც.

ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა – თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს.

ქუჩა არ უდრის ძალადობას. ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ.

ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა – ყველას ვალდებულება“, – წერს ნიკა გვარამია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img