ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიშს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, პრესკონფერენციაზე წარადგენენ

Published:

დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს ანგარიშზე ისაუბრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციამდე, დაახლოებით18:00 საათისთვის იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვით გადმოიცემა.

„2024 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ-ერთია იმ 10 ანგარიშიდან, რომელიც ქვეყნდება 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, დეტალურად აფასებს ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესს და წარმოადგენს მკაფიო გზამკვლევს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img