ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ყველასთვის, ვინც ამ წუთებში საყვარელ ადამიანებს ეძებს, მთელი ესპანეთი თქვენთან ერთად ტირის“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.