უკრაინა განადგურების ომის წინაშე დგას, მოლდოვა – ჰიბრიდული ომის წინაშე. საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განადგურებაა.
„მას სურს გაანადგუროს ახალგაზრდა დემოკრატიები აღმოსავლეთ ევროპაში. უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?“ – წერს როთი.