ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინიმუმ 155 ადამიანის დაღუპვა ვალენსიაში დაფიქსირდა, ორი ადამიანი კასტილა-ლა მანჩაში დაიღუპა, ერთი კი ანდალუზიაში. ოფიციალური პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ბევრი დაკარგულია.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ხელისუფლებამ გუშინ სამაშველო მისიაში 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩართო, რომლებიც დრონების დახმარებით მოქმედებენ.
”ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.
ესპანეთში გუშინ სამდღიანი გლოვა დაიწყო, სამთავრობო შენობებზე დროშები დაშვებულია.