ტრამპი ტელეკომპანია CBS-სგან 10 მლრდ დოლარს ითხოვს

Published:

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თავისი კონკურენტის, კამალა ჰარისის ინტერვიუს გამო, ტელეკომპანია CBS-ს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სასამართლოში სარჩელის მიზეზი CBS-ის მიერ კამალა ჰარისის ინტერვიუს შემოკლებული ვერსიის ეთერში გაშვება გახდა, სადაც ღაზას სექტორში ომის შესახებ მისი მოსაზრების შემოკლებული ვარიანტია გაშვებული. ამის გამო ტრამპი CBS-სგან კომპენსაციის სახით 10 მლრდ. აშშ დოლარის გადახდას ითხოვს.

კამალა ჰარისის ინტერვიუს ორიგინალურ ვერსიაში, რომელმაც მან გადაცემა „60 წუთს“ მისცა, წამყვანმა მას შეკითხვა დაუსვა ვაშინგტონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობებზე, ღაზაში მიმდინარე ომის კონტექსტში. ამაზე ჰარისმა საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა, რასაც დონალდ ტრამპის მომხრეებმა „სიტყვიერი სალათი“ უწოდეს.

მოგვიანებით კი CBS-მა კამალა ჰარისის ინტერვიუს შემოკლებული ვერსია გაუშვა, რაც სარჩელის მიზეზი გახდა. ეთერში ჰარისის კომენტარის შემოკლებული ვერსიის გაშვების შემდეგ ტრამპმა CBS მკაცრად გააკრიტიკა და  დაგეგმილ ინტერვიუზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ტელეკომპანიის პოზიციას, CBS-ის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპის სარჩელს „საფუძველს მოკლებული“ უწოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img