ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი – კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი – ანდალუსიაში.
„მსხვერპლთა შეგროვებისა და იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამძებრო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს კიდევ 500 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. ამასთან, კომუნალური კომპანიები ცდილობენ, ათასობით მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.