რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიმიონი არჩევნებში ხმების 40.5 %-ი მოიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი, ნიკუსორ დანი ხმების, დაახლოებით, 21%-ით. მესამე ადგილზე კი მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუა, რომელიც ბუქარესტის მერს შედეგებით მცირედით ჩამორჩა.