აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი,სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს კანდიდატის ტატუსი მიენიჭოს, კომპრომისს უწოდებს.
სენატორი პირდაპირ ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლებამ არ გაამართლა საკუთარი ხალხის სურვილი, რომელიც ევროპულ მისწრაფებებს გულისხმობს.
ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პირობების შესრულებას აქტიურად შეუდგეს.
“კომისიის რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები. მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს შემოწმებადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება – უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ,” – ამბობს რიში.