ბათუმში ავტომოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

Published:

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

რეგიონული გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img