საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა

Published:

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

„ენერგო პრო ჯორჯია“ გამოძიებასთან თანამშრომლობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იყო გაგზავნილი.

სამუშაოების შესრულებისას ელექტრობოძი გადატყდა, რასაც 50 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img