სამადაშვილი – ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას 

Published:

ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთი წარმატებით იყენებს საქართველოს, მათ შორის, ეკონომიკური მიზნებისთვის. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი პირველ რიგში, სწორედ ამით ხეირობს , – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ქონებასთან დაკავშირებით Bloomberg-ის ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გააღატაკა ქართველი ხალხი და გაამდიდრა მხოლოდ საკუთარი პერსონალური, ოჯახური ბიუჯეტი.

“მე ნამდვილად გამიჭირდება გითხრათ, ამ ქონების ზრდის წარმომავლობა რა არის, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ 12 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა გაღატაკდა. 250 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ სამუდამოდ დატოვა ქვეყანა, იმიტომ, რომ გადარჩენისთვის იბრძოლოს სხვა ქვეყნებში, ლუკმა-პურის მოსაპოვებლად. გაძვირდა ცხოვრება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვები რუსეთისთვის საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ჩვენს სახელმწიფოში. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთი წარმატებით იყენებს საქართველოს, მათ შორის, ეკონომიკური მიზნებისთვის. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი სწორედ ამით ხეირობს პირველ რიგში. მან გააღატაკა ქართველი ხალხი და გაამდიდრა მხოლოდ საკუთარი პერსონალური ოჯახური ბიუჯეტი, მაშინ როდესაც გვახსოვს ის ცრუ, სამარცხვინო დაპირებები, რომელსაც ივანიშვილი გასცემდა ქართველ ხალხზე, რომლებსაც ჰპირდებოდა ფაქტობრივად, უფასო ცხოვრების უზრუნველყოფას”, – განაცხადა სამადაშვილმა.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი წლის დასაწყისიდან დღემდე, $325 მილიონით გამდიდრდა. მისი ქონება $6.92 მილიარდია და Bloomberg-ის სიაში 374-ე ადგილს იკავებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img