ისტორიული მატჩის ძირითადი და დამატებით დრო დასრულდა – ბრძოლა 11 მეტრიანებით გრძელდება

Published:

თბი­ლის­ში, “დი­ნა­მო არე­ნა­ზე” ამ წუ­თებ­ში დას­რულ­და სა­ქარ­თვე­ლო სა­ბერ­ძნე­თის მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო. ან­გა­რი­შით 0-0 დას­რულ­და. წინ და­მა­ტე­ბი­თი დროა.პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მსგავ­სად, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, სა­დაც ჩვენ ნაკ­რებს გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი ჰქონ­და. კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმა შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა ბურ­თი ცო­ცხალ კე­დელს მოხ­ვდა.

ერთა ლი­გის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეს უპი­რის­პირ­დე­ბა. ფი­ნა­ლის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ითა­მა­შებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

ძი­რი­თა­დი 11-ეუ­ლის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა – მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კა­შია, კვერ­კვე­ლია, დვა­ლი, შენ­გე­ლია, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, ზივ­ზი­ვა­ძე, კვა­რა­ცხე­ლიასა­თა­და­რი­გო­ზე: ლო­რია, გუ­გე­შაშ­ვი­ლი, გვე­ლე­სი­ა­ნი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, ნი­ტა­იშ­ვი­ლი, კან­კა­ვა, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი, კვე­კეს­კი­რი, ქვი­ლი­თა­ია, მი­ქა­უ­ტა­ძე, და­ვი­თაშ­ვი­ლიპირ­ვე­ლი­ვე ტა­ი­მი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო. მე­ექ­ვსე წუთ­ზე ბალ­ბოკ­მა ხვი­ჩას მი­სა­მარ­თით ჩა­დე­ნი­ლი უხე­შო­ბის გამო ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მი­მართ ბერ­ძნე­ბის უხე­შო­ბა ამ ტა­იმ­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ფიქ­სირ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი ტა­ი­მი მე­ტო­ქე­ე­ბი “კვა­რა­ზე” “ნა­დი­რობ­დნენ”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img