TBC – ეკონომიკა 5%-ის ნაცვლად 6%-ით გაიზრდება

Published:

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ელის. მისი თქმით TBC 5%, 6%-ის ფარგლებში ვარაუდობდა, თუმცა ზრდა მეტი იქნება. ეკონომიკის განვითარებაზე გავლენა ექნება მონეტარული პოლიტიკის შემცირებას.

ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ელის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. მისი თქმით TBC 5%, 6%-ის ფარგლებში ვარაუდობდა, თუმცა ზრდა მეტი იქნება. ეკონომიკის განვითარებაზე გავლენა ექნება მონეტარული პოლიტიკის შემცირებას.

ამასთან მისი თქმით, სასესხო განაკვეთებზე გლობალური განაკვეთების კლებაც აისახება, რაც ფიზიკური პირებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება.

ბიემჯის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ  ქართული ბანკები დაფინანსებას ძირითადად ლოკალური დეპოზიტებით იღებენ, ამასთან, მათი დაფინანსება ამერიკულ საპროცენტო განაკვეთებზეა დამოკიდებული, შესაბამისად საერთო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, საქართველოზე გავლენას ირიბად მოახდენს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img