2024 წელს საქართველოში 12 ჰესი აშენდება

Published:

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყნის ენერგეტიკულ რეფორმებზე განაცხადა.

განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში გაიმართა 800 მგვტ სიმძლავრისათვის გამოცხადებული II აუქციონი, 2024 წელს კი დაგეგმილია 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მგვტ. იქნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება.

მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირების გეგმის სქემას 154 დასახლებული პუნქტი დაემატა, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაზი მოსახლეობის 94%-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ლევან დავითაშვილმა ასევე თქვა, სამინისტროს აქტივობებზე ენერგოეფექტურობის და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img