ზუგდიდში ცოლ-ქმარზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”, – ამბობენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სავარაუდოდ, ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოკლეს ცოლი, ქმარი მძიმედ დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოკლული საშუალო ასაკის ქალია, რომელიც არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან.

მეზობლების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img