ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – ზუგდიდში ასაკოვანი ქალი მოკლეს

Published:

უგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გაამთენიისას სცადეს. 

წყარო გვიყვება, რომ ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.

სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

“პირველების” ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img