კასპში, მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

Published:

უბედური შემთხვევა შიდა ქართლში – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სტადიონის მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მასამ მოიყოლა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img