აქტივისტი სასამართლოზე – შოუზე ვიყავი, სადაც რამდენიმე სპექტაკლი იყო

Published:

17 აპრილს რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეების განხილვა სასამართლომ დაიწყო – ამ წუთებში მოსამართლე, კობა ჩაგუნავა პარტია “გირჩის” წევრის, გელა ხასაიას საქმეს იხილავს.

სამოქალაქო აქტივისტს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავება, თუმცა მტკიცებულებების გარეშე დღეს ხასაიას წინააღმდეგ სასამართლოში მიიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც მისი დაკავების ადგილიც კი ვერ გაიხსენეს.

რამდენიმე წუთის წინ სასამართლო სხდომიდან გელა ხასაია გამოვიდა, რომელმაც “პირველებთან” პირდაპირ თქვა, რომ თავი “შოუზე ეგონა”.

ასე მგონია, რომ რაღაც შოუზე ვიყავი, სადაც ერთი სპექტაკლი კი არა, რამდენიმე სპექტაკლი იყო ერთდროულად. მათ რომ ჰკითხოთ, ახსოვდათ, რას ვლაპარაკობდი, როგორ ვიქცეოდი, თუმცა არ ახსოვთ, შარვალი მეცვა თუ შორტი, რა ფერის ზედა მეცვა. მაგრამ ის, რაც დავალებული ჰქონდათ, რომ თითქოს, კორდონის გარღვევას ვცდილობდი, ვიგინებოდი, კონკრეტულ სიტყვებს ვამბობდი, ეს ყველაფერი, მათი თქმით, ახსოვთ, მაგრამ ყველაზე მარტივი დეტალები, რაც უნდა ახსოვდეს პოლიციელს, დამკავებელს, ან თვითმხილველს, ეს ყველაფერი მათ არ იციან”, – ამბობს ხასაია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img