გერმანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას განაახლებს

Published:

გერმანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას განაახლებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა და განვითარების სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გერმანიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.

გერმანიის სამინისტროებმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მოუწოდეს, რომ საგამოძიებო ჯგუფის რეკომენდაციები სწრაფად განახორციელოს.

„ამ რეფორმების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობა ძალიან მალე ღაზაში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, როგორც ეს ავსტრალიამ, კანადამ, შვედეთმა, იაპონიამ და სხვა სახელმწიფოებმა უკვე გააკეთეს“, – ნათქვამია სამინისტროების განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img