გიგი წერეთელი – მმართველი ძალა აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია

Published:

მმართველი ძალა აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც 23 აპრილს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტში გამართული მსგავსი ტიპის მსჯელობა საქართველოსთვის ძალიან მძიმე საკითხია.

„იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს რეფორმების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე საუბარი, ვიღაცების დასანქცირებაა მთავარი სასაუბრო თემა – რა თქმა უნდა, მათი, ვინც არასწორად იქცევა, თუმცა ეს ყველას ეხება, სრულიად საქართველოს რეპუტაციას.

ეს ყველაფერი მხოლოდ ინდივიდუალური სანქციებით არ შემოიფარგლება. თუ რუსულ კანონთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია ჯიუტად არ შეიცვლება, მაშინ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და ეს სრულიად ქვეყანას დაარტყამს. საქართველოს დისტანცირება ხდება დასავლეთისგან, რაც სწორედ რუსეთის ინტერესშია და ამას ძალიან აქტიურად უწყობს ხელს მმართველი ძალა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img