კალაძე ამბობს, რომ “ქართუს” გადაწყვეტილება ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაციაა

Published:

“ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, ასევე სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

“მინდა გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების თაობაზე.

გარდა იმისა, რომ ეს დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, ასევე სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვის. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ.

გარდა ამისა, იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ნაკრების წარმატებისთვის, თუმცა რჩებიან მოედნის მიღმა, ეს იქნება მადლიერებისა და ნდობის გამოხატვა.

ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“. ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ამ ფონდს ძალიან ბევრი მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img