ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

Published:

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. 

“განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ”, – ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img