მდინარაძის აზრით, ლატვია დეპუტატ ოდიშარიაზე ზეწოლას ახდენს

Published:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ლატვია “ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიაზე ზეწოლას ახდენს მისთვის საპატიო კონსულის წოდება ჩამორთმევის გზით. მდინარაძე ამბობს, რომ მიზანი ისაა, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მიიღონ.

შეგახსენებთ, ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ინიციატივით ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი მას შემდეგ გამოვიდა, რაც “ოცნების” დეპუტატმა ოპოზიციონერ ქალებს უხამსი და უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. 

“ეს არის არანაირი დაშორება ევროპასთან, პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე. [ანუ ლატვია ზეწოლას ახდენს?] დიახ, ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა ჩარევაში მცდელობა აშკარა, საქმეებში შიდა ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება. რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ”, – თქვა მდინარაძემ

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img