“ვისი პირითაც არ უნდა მელაპარაკონ, ბრძოლას ვაპირებ… ან ვირჩევთ რუსეთს, ან ვირჩევთ ევროპას – ლაზარე

Published:

ვისი პირითაც არ უნდა მელაპარაკოს შალვა [რამიშვილი] აზრი არ აქვს, ბრძოლას ვაპირებ აუცილებლად – ასე პასუხობს ცოტა ხნის წინ, ციხიდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისი “ოცნების” პროპაგანდისტების მუქარას მეორედ დაკავებაზე.

ის ამბობს, რომ პროვოკაციები კიდევ იქნება, თუმცა არ აპირებს ქვეყნის დატოვებას. 

ლაზარე გრიგორიადისმა კრიტიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ავტორიტარიზმის გზას ადგას: 

“ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ [კანონის შემობრუნებას] არ მეგონა, მაგრამ გაბედეს. ხელისუფლება უკვე ყველაფერზეა წამსვლელი, ისეთ მდგომარეობაშია ჩემი აზრით. თან წინასაარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია ეს ყველაფერი. როდესაც ყველაფერზე მიდიხარ, ჩემი აზრით, სუსტად ხარ უკვე, ყველაფერს რისკავ. ყველანაირი გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება და ავტორიტარიზმი გააძლიერონ ქვეყანაში…

ბიძინა ივანიშვილი მე მგონია, რომ რუსეთიდან არის მართული. შანსი არაა ვალდებულებები არ ჰქონდეს. დემოკრატიულ სვლებს თუ არ აკეთებ, მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ, თუ არა რუსეთს

მე მგონია, რომ გარდატეხის პირას ვართ – ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას, შუაში ვერ ვიდგებით”  ” – ამბობს ლაზარე

ლაზარე გრიგორიადისმა პრეზიდენტთან სეხვედრის სურვილიც გამოთქვა. ის სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მადლობას უხდის.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img