ვოლსკი “ოცნების” აქციაზე – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს კონტრაქციად იყოს განხილული

Published:

29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული შეკრება, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. “ამ დღემ უნდა აჩვენოს, რომ ხალხის სახელით ის სუბიექტები სპეკულირებენ, რომელთაც 15 პროცენტამდე რეიტინგი აქვთ” – აცხადებენ მმართველ გუნდში და დარწმუნებული არიან, რომ ორშაბათს რუსთაველის გამზირზე ყველა სფეროდან უამრავი ადამიანი მოიყრის თავს.

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს კონტრაქციად იყოს განხილული. გამოდიან ყოფილი “კმარელები”. ვერც წარმოუდგენიათ, რომ ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი არსებობს, ვისაც არ უყვარს უსამშობლოობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის ღირსება არის დასაცავი. ასეთი ბევრი ადამიანი შეიკრიბება,“ – ამბობს გია ვოლსკი.

ოპოზიცია კი “ქართული ოცნების” დაგეგმილ აქციას დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ უმრავლესობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ემზადება.

ერთკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ კანონპროექტის მომხრეთა შეკრება მმართველმა გუნდმა სამი დღის წინ დააანონსა. ითქვა ასევე, რომ შეკრებას თბილისის ცენტრში, რომელიც საღამოს 6 საათზე უნდა დაიწყოს, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img