აითაჯის საქმე – მოსამართლე დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს 30 აპრილს გამოაცხადებს

Published:

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმე – ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

იძულებითი ქორწინების მსხვერპლი მოზარდის ნათესავებს გამოძიება დანაშაულის დაფარვას და არასრულწლოვანი გოგონას იძულებით გათხოვას ედავება. ამ საქმეზე ჩვენება მიცემული აქვს ათობით მოწმეს, თუმცა უმრავლესობას ეგანა მაგარამოვას სასარგებლოდ.

შეგახსნეებთ, რომ საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის ასიმ ასლანოვმა სასიკვდილოდ დაჭრა და გაქიცა. კაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შეიარაღებული მოძალადის დაკავება 10 ოქტომბერს მოხერხდა.

მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდოლობდა.

საქმის მასალების მიხედვით, აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი ასიმ ასლანოვზე დანიშნეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img