გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურშია

Published:

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მეოთხე ტურში ქართველი მეკარის “ვალენსიამ” , მშობლიურ “მესტალიაზე” “ხირონას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს გიორგის პირველი მშრალი მატჩი იყო.

მამარდაშვილი აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი, ლა ლიგაში, “ვალენსიას” 6 მატჩიდან 2–ში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მიუხედავად გიორგის კარგი თამაშისა, “ღამურები” მიმდინარე სეზონში არცთუ კარგად გამოიყურებიან. “ვალენსიას” 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img