შვედეთი ირანს ყურანის დაწვის შემთხვევების შემდეგ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

Published:

შვედეთის ხელისუფლებამ სამშაბათს, 24 სექტემბერს, განაცხადა, რომ ირანმა გასულ წელს, შეტყობინებების სისტემა გატეხა და ათასობით შვედს მისწერა, შური ეძიათ ყურანის დამწველებზე.

2023 წელს შვედეთში მყოფმა პირებმა რამდენჯერმე დაწვეს მუსლიმთა წმინდა წიგნი – ყურანი. ამან ისლამური სამყაროს პროტესტი და მუსლიმების მხრიდან ქვეყანაში შესაძლო საფრთხეების წარმოქნის შიში გააჩინა. – ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

„უსაფრთხოების პოლიციამ დაადგინა, რომ კიბერჯგუფი მოქმედებდა ირანის რევოლუციური გვარდიის სახელით, მათი გავლენის კამპანიის განსახორციელებლად“, – ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„სხვა საკითხებთან ერთად, მათი მიზანი იყო შვედეთის, როგორც ისლამოფობიური ქვეყნის იმიჯის დახატვა და საზოგადოებაში განხეთქილების შექმნა”,- განმარტავენ შვედეთში.

ყურანის დაწვის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გასულ წელს, შვედეთმა ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის შესახებ განგაში გამოაცხადა.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სწორედ ირანი ცდილობდა შვედეთში პოლარიზაციასა და მოსახლეობაში დაპირისპირების გამოწვევას.

ირანს ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img