დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს

Published:

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img