კოალიცია “ცვლილებებისთვის” საარჩევნო სიის წარდგენას ხვალ გეგმავს

Published:

კოალიცია “ცვლილებებისთვის” საარჩევნო სიის წარდგენას ხვალ გეგმავს. სიის პირველ ნომრად შესაძლოა ივა ჭყონია ან ნანა მალაშხია დაასახელონ. ნიკა მელია კი პირველ ათეულშიც არ იყოს. პარტიაში ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

უკვე ცნობილია, რომ ნიკა გვარამია კოალიცია “ცვლილებისთვის” პარტიულ სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად დაასახელა სურვილი, პარლამენტში გზა ახალგაზრდებს გაუხსნას. თქვა, რომ კოალიციის ლიდერად დარჩება, ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიასაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img