ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების საკითხი განიხილეს

Published:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების საკითხი განიხილეს.

„ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას მას ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებისა და მუშაობის გაგრძელების აუცილებლობის საკითხები განიხილეს, რათა ნატო-ში უკრაინის მიწვევა მალე მოხდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img