ცოტა ხნის წინ ცრუ განგაში იყო თბილისში, პოლიტკოვსკაიას 39 ნომერში მდებარე, ამერიკული საერთაშორისო სკოლა – პროგრესში. დილით აქ ევაკუაცია გამოცხადდა, რადგან, გავრცელებული ცნობით, შევიდა ინფორმაცია ნაღმის არსებობის შესახებ.
სასწავლო პროცესი შეწყდა. კინოლოგებმა და გამნაღმველების ჯგუფმა შენობა შეამოწმა. ინფორმაცია არ დადასტურდა.
„მე-3 გაკვეთილი იყო, როდესაც შემოვიდა შეტყობინება. როგორც კი შემოვიდა შეტყობინება, იმ წუთში დაიწყო ევაკუაცია. პოლიციაც მალე მოვიდა, ახლა შიგნით არიან,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.