სკოლაში, ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების მიღების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა

Published:

ცოტა ხნის წინ ცრუ განგაში იყო თბილისში, პოლიტკოვსკაიას 39 ნომერში მდებარე, ამერიკული საერთაშორისო სკოლა – პროგრესში. დილით აქ ევაკუაცია გამოცხადდა, რადგან, გავრცელებული ცნობით, შევიდა ინფორმაცია ნაღმის არსებობის შესახებ.

სასწავლო პროცესი შეწყდა. კინოლოგებმა და გამნაღმველების ჯგუფმა შენობა შეამოწმა. ინფორმაცია არ დადასტურდა.

„მე-3 გაკვეთილი იყო, როდესაც შემოვიდა შეტყობინება. როგორც კი შემოვიდა შეტყობინება, იმ წუთში დაიწყო ევაკუაცია. პოლიციაც მალე მოვიდა, ახლა შიგნით არიან,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img