მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა

Published:

ქვეყანას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს – პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე მიხიელ სარჯველაძე წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა.შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია. პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img