იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში ათობით ადიდებულმა მდინარემ 100-ზე მეტ დასახლებამდე მისასვლელი გზები დატბორა. დაახლოებით 4 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, წყალდიდობის გამო 40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.